სანიტარიული დანაკარგები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სანიტარიული დანაკარგები – საბრძოლო დაზიანებების და ავადმყოფობის შედეგად პირადი შემადგენლობის დროებითი დანაკარგები. განასხვავებენ საბრძოლო სანიტარიულ დანაკარგებს (საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილები, კონტუზირებულები, დაავადებულები და სხვა) და არასაბრძოლოს (არასაბრძოლო ვითარებაში). საბრძოლო ტრავმები და დაავადებები, რომლებიც მწყობრიდან გამოყვანას არ იწვევს, სანიტარიულ დანაკარგებად არ ითვლება.

სააღრიცხვო პრაქტიკაში სანიტარიული დანაკარგებებს, ჩვეულებრივ, განაკუთვნებენ იმ დაჭრილებს და ავადმყოფებს, რომლებსაც ბრძოლისუნარიანობა დაკარგული აქვთ არანაკლებ ერთი დღით ან მოთავსებული არიან სამედიცინო პუნქტში, ან სამკურნალო დაწესებულებაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები