სართ-ხურთჩუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სართ-ხურთჩუ (ბალყ.-ყარაჩ. Сарт-Хуртчу)წისქვილისა და დოლაბის გამგებელი ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. წარმოდგენილი ჰყავდათ გოჯისტოლა, მაგრამ გოლიათური ძალის არსებად, რომელსაც შვიდი გოჯის სიგრძის წვერები ჰქონდა. თუკი ვინმე შეძლებდა, მისი წვერის თმა მოეჭრა და დოლაბქვეშ დაემალა, სართ-ხურთჩუს მოსამსახურედ გაიხდიდა. მაგრამ თუ იგი თმას დაიბრუნებდა, მის დამმალავს ტანჯვით სიკვდილი ელოდა.

სართ-ხურჩუს ახალშობილის პირველ პერანგში (ბნკბრ-რ’კტრ) გახვეულ ღვეზელებს სწირავდნენ. დოლაბზე ფქვილს ათ წრედ დაყრიდნენ და ზედ ძღვენს დაალაგებდნენ. წისქვილში შესაწირი აუცილებლად ქალწულს უნდა წაეღო.


ლიტერატურა

Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები