სასროლი იარაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასროლი იარაღი – ლულიანი იარაღი 20 მმ-მდე კალიბრით, ტყვიებით, საფანტით, ისრისებრი ელემენტებით სროლისათვის. უმეტეს შემთხვევაში არის ცეცხლსასროლი იარაღი. პნევმატური იარაღი ძალზე შეზღუდულად გამოიყენება (ძირითადად სავარჯიშო და სპორტული სროლებისთვის). არის სხვა სახის სასროლი იარაღი – მექანიკური, ელექტრო და რეაქტიული, რომლებმაც ფართო გამოყენება ვერ პოვეს.

ასევე

  • საბრძოლო, სამსახურის, სპორტული და სამოქალაქო;
  • საერთო დანიშნულების და სპეციალური (საავიაციო, სახომალდო, საზენიტო, სატანკო, წყალქვეშა, უხმაურო და სხვა);
  • მცირე (6,5 მმ-მდე), საშუალო (6,5-9 მმ) და მსხვილი (9 მმ-ზე მეტი) კალიბრის;
  • შაშხანები, კარაბინები, რევოლვერები, ტყვიამფრქვევები, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები და ავტომატები;
  • ერთ, ორ და მრავალლულიანი;
  • გლუვლულიანი და კუთხვილიანი;
  • პირადი, ინდივიდუალური და ჯგუფური;
  • არაავტომატური (ერთდატენიანი და ვაზნისკოლოფიანი), თვითდამტენი და ავტომატური.

სასროლი იარაღის უმრავლესობისთვის დამახასიათებელი ნაწილებია: ლულა, საკეტი, სასხლეტი მექანიზმი, ვაზნის კოლოფი, სამიზნე, კონდახი და/ან სახელური. სასროლი იარაღში გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების ვაზნები.

ხელის ცეცხლსასროლი იარაღი გაჩნდა XII-XIII საუკუნეებში. მისი განვითარების ძირითადი ეტაპებია:

  • პატრუქიანი (XV საუკუნე) და კაჟიანი (XVI საუკუნე) საკეტის;
  • ხიშტიანი (XVII საუკუნე), ლითონის კაფსულიანი (1818), შემდეგ კი კაფსულიანი იარაღი ქაღალდის ვაზნით (1840);
  • ლითონის ვაზნით (XIX საუკუნის 60-იანი წლები) ერთდატენიანი, შემდეგ კი ვაზნისკოლოფიანი;
  • უკვამლო დენთით (XIX საუკუნის 80-იანი წლები);
  • თვითდამტენი და ავტომატური იარაღი (XIX საუკუნის ბოლო – XX საუკუნის დასაწყისი).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები