სახელმწიფო კუთვნილების ამოცნობის სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფო კუთვნილების ამოცნობის სისტემა – ტექნიკური საშუალებების და მეთოდების კომპლექსი გარკვეულ მანძილზე ხილვადი ობიექტების – საფრენი აპარატების და ხომალდების სახელმწიფო კუთვნილების დასადგენად.

ამოცნობის ყველაზე მეტად გავრცელებული რადიოლოკაციური სისტემა შედგება შემკითხველისა და მოპასუხისგან. ამოცნობის სისტემის იმიტირებული სიგნალების მიმართ დაბრკოლებამდგრადობის და არაამთვისებლობის მიღწევა ხდება (შემკითხველი და მოპასუხე სიგნალების) ენერგეტიკული პოტენციალების შედარებით მაღალი დონით. ასევე ელექტრონული გამომთვლელი მანქანების მეშვეობით მათი პერიოდული კოდირებით.

ამოცნობის სისტემაში რადიოტალღების გარდა (ჩვეულებრივ დეციმეტრულ დიაპაზონში) შეიძლება ლაზერული გამოსხივების სიგნალების გამოყენება. სახელმწიფო კუთვნილების ამოცნობის საშუალებას ამოცნობის ნიშნებიც წარმოადგენენ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები