სახელოიანი ფილტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

სახელოიანი ფილტრისამრეწველო ფილტრი, რომლის ფორებიანი ტიხარი შედგება სახელოს მსგავსი საფილტრავი ელემენტებისგან. სახელო შეიძლება იყოს ღია ან დახურული ცალი მხრიდან. გასაწმენდი ჰაერის ტემპერატურაა +260°C-მდე, საწყისი დამტვერიანება – 200 გ/მ3-მდე. გაწმენდის შემდეგ, დამტვერიანება შეადგენს არაუმეტეს 10 გ/მ3, ხოლო გაწმენდილი ჰაერის სისუფთავე – 99%-ს. ასეთი სახის ფილტრები გამოირჩევა ეკონომიკურობით, ეფექტურობით, ხანგამძლეობითა და საიმედოობით ექსპლუატაციაში.

გასაწმენდი მასალის რეგენერაციის მეთოდის მიხედვით სახელოიანი ფილტრი არსებობს: მექანიკური დაფერთხვით, იმპულსური გაქრევით და შექცეული გაქრევით. სახელოიანი ფილტრი გამოიყენება კვების, ფქვილის, ქიმიურ, ცემენტის, ნავთობქიმიურ, მეტალურგიულ, ხის დამამუშავებელ, სამთომომპოვებელ საწარმოებში, თამბაქოს ფაბრიკებში, ფეროშენადნობ ქარხნებში, აგრეთვე მინის, პლასტმასების, ნახშირბადის წარმოებაში და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები