სენტ-ლუსია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სენტ-ლუსიას დროშა

სენტ-ლუსია - (Saint – Lucia), სახელმწიფო იმავე დასახელების კუნძულზე, კარიბის ზღვის მცირე ანტილის არქიპელაგში.

ფართობი – 616 კმ2.

მოსახლეობა – 173 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ინგლისური.

დედაქალაქი – ქ. კასტრი.

დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი.

სახელმწიფოს მეთაურია ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით. 'საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი – მთავრობა. დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1979 წლის 22 თებერვლიდან.

ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა, მეთევზეობა და საერთაშორისო ტურიზმი.

მთავარი საზღვაო პორტებია: კასტრი, ვიე-ფორი, დენერი და მიკუ.

საერთაშორისო აეროპორტი: კასტრი და ვიე-ფორი.

სახელმწიფოს არ გააჩნია შეიარაღებული ძალები. თავდაცვის საკითხებს განაგებს დიდი ბრიტანეთი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები