სერია (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სერიაქრომატული გამის 12 ავტონომიური, არაგანმეორებადი ბგერის ესა თუ ის კომბინაცია, რომელიც მოკლებულია კილოებრივ (შიდატონალურ) კავშირებს. წარმოადგენს დოდეკაფონიური, სერიული, პუანტილისტური ნაგებობების საფუძველს. სერიის ვარიაციულ-პოლიფონიური გარდაქმნაც „ატონალობაში“ ხდება. მისი ორგანიზაციის პრინციპებია: ყველა ბგერის აბსოლუტური თანაბარუფლებიანობა (მყარი და მერყევი ბგერების გამოყოფის გარეშე) და ადრე მჟღერი ტონისაკენ დაბრუნების შეუძლებლობა მანამ, სანამ არ გაიჟღერებს დანარჩენი თერთმეტი. ეს უკანასკნელი ვრცელდება არამარტო ბგერათა თანმიმდევრულ მოძრაობაზე, არამედ აკორდებზეც.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები