სვეტოვანი საძირკველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვეტოვანი საძირკველი

სვეტოვანი საძირკველი – საყრდენების ქსელი სვეტების სახით, რომლებიც ეწყობა მზიდი კედლების კონტურის ქვევით და რომელზედაც ეყრდნობა სახლის ქვედა სარტყელი (სურ. 1). სვეტები, როგორც წესი, თავსდება მაქსიმალური დატვირთვების ადგილებში: შენობის კუთხეებში, კედლების გადაკვეთებში და დიდი მალების (მეტი 2,5 მ) ქვეშ. სვეტოვან საძირკველს შორის დაშორებები და კვეთები განისაზღვრება გაანგარიშებით და დამოკიდებულია მის სახეობაზე, მასალაზე, შენობის კონსტრუქციულ სქემასა და წონაზე. სვეტოვანი საძირკველი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტია – საყრდენი (სვეტი), რომელიც შენობიდან მოსულ დატვირთვას გადასცემს გრუნტს. ის შეიძლება იყოს კვადრატული, მართკუთხა ან წრიული განივკვეთის. წრიულისათვის გამოიყენება ლითონის მილი, რომელშიც ისხმება ბეტონი. მზიდუნარიანობის გასაზრდელად, ზოგჯერ, მიმართავენ სვეტის ქვედა ნაწილის გასქელებას. სვეტის თავები იკვრება როსტვერკული სისტემით, რისთვისაც გამოიყენება ხის ძელები, ფოლადისა და რკინაბეტონის კოჭები.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები