სივრცობრივი კონცენტრაციის კოეფიციენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სივრცობრივი კონცენტრაციის კოეფიციენტი - (concentration coefficient of space), ეკონომიკური აქტიურობის გეოგრაფიული კონცენტრაციის სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც მოქცეულია რაღაც ჩარჩოში, მაგ., ქვეყნის მასშტაბით. დარგის კონცენტრაციის კოეფიციენტი შეიძლება გამოითვალოს როგორც დამოკიდებულება ქვეყნის რეგიონებში ამ დარგის განაწილებასა და რაიმე სხვა მახასიათებლის (მაგ., მოსახლეობის სიმჭიდროვე) განაწილებას შორის. თუ მრეწველობის განლაგების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელზე, მაშინ ამბობენ, რომ მრეწველობას აქვს სივრცობრივი კონცენტრაცია. როდესაც კოეფიციენტი ნულის ტოლია, დარგის განაწილება მთლიანად შეესაბამება მოსახლეობის განაწილებას. რაც უფრო მაღალია კოეფიციენტი, მით უფრო მაღალია დარგის გეოგრაფიული კონცენტრაციის დონე.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები