სიმირენკო (ვაშლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რენეტი სიმირენკო

სიმირენკო - (Reinette Simirenko) სინონიმებია: სიმირენკოს მწვანე რენეტი, ფილიბერის რენეტი და სხვა. სიმირენკის რენეტის წარმოშობა უცნობია, როგორც ამას აღნიშნავს თვით სიმირენკო თავის კლასიკურ ნაშრომში «Крымское промышленное плодоводство».

სიმირენკოს რენეტი ევროპაში სიმირენკოს მიერ იქნა გავრცელებული; როდესაც იგი ევროპის ბაღის პლანტატორებს სარგავ მასალას უგზავნიდა, მის მიერ აღწერილ და ნაქებ სიმირენკოს რენეტის სარგავ მასალასაც აყოლებდა. ევროპაში ზოგან საკმაოდ ფართოდ გავრცელდა სიმირენკოს რენეტი თავისი ნაყოფის მაღალი ღირსების გამო. ჩვენშიაც – საქართველოშიც იქნა შემოტანილი სიმირენკოს რენეტი, მაგრამ ფართო გავრცელება არ მიიღო. სიმირენკოს რენეტის თითო–ოროლა ხეს შევხვდებით ქართლის მეხილეობის რაიონებში.

ხე ხასიათდება ჩქარი და ძლიერი ზრდით, ინვითარებს განიერპირამიდულ ვარჯს, ადრე შედის მსხმოიარობაში, ახასიათებს რეგულარული და უხვი მოსავლიანობა. ნიადაგისა და გარემო პირობების მიმართ დიდი მოთხოვნილების მქონედ არ ჩაითვლება.

დასრულებული ხე საკმაოდ ყინვაამტანია, მხოლოდ ახალგაზრდა კი ცოტა ყინვამგრძნობიარეა. ხეს ახასიათებს საშუალო პერიოდის ყვავილობა.

ნაყოფი საშუალო ზომისაა, ხან საკმაოდ მაღალი შენების, ხან მომრგვალო, განიერ–მობრტყო, ხშირად არასიმეტრიულად განვითარებული, ცალგვერდა. ყუნწი მაგრად ზის სანაყოფე ტოტზე. ქეცით დაავადება დიდი არ ახასიათებს. საწყობში კარგად ინახება, არ ჭკნება. სძლებს გვიან გაზაფხულამდე. ჯამი ღიაა და ოდნავწახნაგოვან საკმაოდ ღრმა ღრუში.

ნაყოფის კანი საკმაოდ თხელია, ღია მწვანე ფერის; სრული სიმწიფისას კი ყვითლდება და ზოგჯერ მხარეზე ღია ვარდისფერი ლოყა უჩნდება.

ნაყოფის ხორცი თეთრია, საკმაოდ წვნიანი, მომჟავო–მოტკბო, სასიამოვნო გემოთი და ნაზი სურნელებით. გემოს მხრივ ხარისხის მქონე ზამთრის ჯიშებს მიეკუთვნება.

სიმირენკოს რენეტი უსათუოდ ძვირფას სამრეწველო ჯიშების წყებას ეკუთვნის.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები