სიმონი (მითოლოგიური პერსონაჟი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმონი − ერთი მონადირე კლდეში გამოქვაბულს წააწყდა, საიდანაც სანთლის შუქი გამოდიოდა, შევიდა ამ გამოქვაბულში და ბევრი სიარულის შემდეგ განათებულ სენაკს მიადგა. მონადირე შევიდა სენაკში და, ხედავს, ღვთისმშობლის ხატი ასვენია და მის ახლოს ღრმად მოხუცებული თეთრწვერა კაცია, მოხუცი გამოელაპარაკა მონადირეს, გამოკითხა ქვეყნის ამბავი. მერე პური სთხოვა და მისცა მონადირემ პური. მოხუცმა პურს ხელი მოუჭირა და სისხლი დაადინა. ეს იმის ნიშანია, უთხრა მოხუცმა, რომ ქვეყანაზე დიდი უბედურება ტრიალებსო, ახლა თავის პურს მოუჭირა ხელი და რძე დაადენინა, და დასძინა: აი, ჩვენ ასეთ პურს ვჭამდით, არ ვიცოდით, რა იყო ბოროტებაო. ამ სიტყვების თქმაზე ჩაქრა სანთელი და მოხუციც გაუჩინარდა. როცა მონადირე სოფელში დაბრუნდა, სოფლელებმა უამბეს, რომ ამ გამოქვაბულში დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა ღვთის მადიდებელი კაცი, სახელად სიმონი. ის დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, მაგრამ ხალხი ახლაც ხედავს მას მლოცველს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები