სიფაჰები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიფაჰები (თურქული sipahi - სპარსული – სიფაჰი – მეომარი, ჯარისკაცი), ოსმალთა იმპერიაში:

1. ფეოდალი მეომრები, რომლებსაც სამხედრო სამსახურისათვის მიღებული ჰქონდათ სამხედრო ლენი, ანუ პირობით ნაწყალობევი მიწა – თიმარი ან ზეამეთი (თიმარიდან შემოსავალი 20 ათ. ახჩამდე იყო, ზეამეთიდან – 20–100 ათ. ახჩა). ამის სანაცვლოდ სიფაჰები ვალდებული იყვნენ გამოსულიყვნენ ცხენოსან ფეოდალთა ლაშქარში და გამოეყვანათ შეიარაღებული მხედრები. მათი რაოდენობა განისაზღვრებოდა ლენის შემოსავლიდან (ყოველ 3–5 ათ. ახჩაზე ერთი მხედარი).

XV–XVI საუკუნეებში სიფაჰები ოსმალთა შეიარაღებული ძალების მთავარ ნაწილს წარმოადგენდნენ, მაგრამ სამხედრო-ლენური სისტემის დაცემასთან ერთად მათი მნიშვნელობაც დაეცა. სიფაჰების ინსტიტუტი გაუქმდა 1834 წელს.

2. სულთნის მუდმივი ჯარის ცხენოსანი კორპუსის მხედრები, რომლებიც სამსახურის სანაცვლოდ იღებდნენ ულუფას და ჯამაგირს.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები