სკოლიმოვსკი ეჟი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეჟი სკოლიმოვსკი

ეჟი სკოლიმოვსკი – (დ. 1938 წლის 5 მაისს ქალაქ ლოძში, პოლონეთი) – პოლონელი კინორეჟისორი, კინოსცენარისტი, კინომსახიობი. რომან პოლანსკის ფილმის „დანა წყალში” და ანჟეი ვაიდას ფილმ „უმანკო ჯადოქრების” სცენარის თანაავტორი.

1960-იანი წლების დასაწყისიდან გადაღებული აქვს ოც ფილმზე მეტი, როგორც პოლონეთში, ისე სხვა ქვეყნებში. მიღებული აქვს მრავალი კინოჯილდო სხვადასხვა პრესტიჟულ კინოფესტივალზე.

1967 წლიდან ეჟი სკოლიმოვსკი ცხოვრობს და მუშაობს საზღვარგარეთ – იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკანასკნელი წლები – კალიფორნიაში. დიდი ხნის განმავლობაში არ იღებდა ფილმებს, შემოქმედებითად გადართული იყო ფერწერაზე. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებულები „ცული და ცა” (1959 წელი), „სადღაც, ჩემგან მახლობლად” (1958 წე¬ლი).

სკოლიმოვსკის ფილმების სიუჟეტი მნიშვნელოვანწილად ავტობიოგრაფიულია. ის მიმართავდა თავის სურათებში იმას, რაც განუმეორებელია, შლიდა საზღვრებს საკუთარ ბიოგრაფიასა და თავის გმირებს შორის და ქმნიდა რაღაც ლირიკულის მსგავს, თვითირონიით სავსე ფილმებს.

მისი ფილმების გმირებს ხანდახან იქედნურად, ხანდახან კი მოფერებით, „მოუსვენარს” უწოდებენ, ადარებენ რა ჟან-ლუკ გოდარის ფილმების პერსონაჟებს, აგრეთვე მის ნამუშევრებში თხრობის გოდარისეული მეთოდის მსგავსებას ხედავენ კინოკრიტიკოსები. ეგრეთ წოდებულ პოლონურ მესამე კინოს რომლის წამყვანი წარმომადგენელიც იყო ეჟი სკოლიმოვსკი, ზოგჯერ ფრანგულ ყაიდაზე „პოლონურ ახალ ტალღას” უწოდებენ.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1965 – „განსაკუთრებული ნიშნები”
  • 1966 – „ბარიერი”
  • 1967 - „სტარტი” (ბერლინის სკფ, „ოქროს დათვი”, კინოკრიტი კოსების საერთაშორისო კავშირის (UNICRIT) პრემია)
  • 1970 – „სიღრმე”
  • 1979 – „ყვირილი” (კანის სკფ, ჟიურის გრან-პრი)
  • 1981 – „ხელები მაღლა”
  • 1982 – „მთვარის ნათება” (კანის სკფ, პრიზი საუკეთესო სცენა რისთვის)
  • 1985 – „მცურავი შუქურა” (ვენეციის სკფ, ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის)
  • 1989 – „გაზაფხულის წყლები”
  • 1991 – „ფერდიდურკა”
  • 2008 – „ოთხი ღამე ანასთან”
  • 2010 – „აუცილებელი მკვლელობა” (ვენეციის სკფ, ჟიურის სპე ციალური პრიზი ფილმისთვის)
  • 2015 – „11 წუთი” (ვენეციის სკფ, ფესტივალის პრემია Vittorio Veneto – განსაკუთრებული მოხსენიება)

და სხვ.


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VIII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები