სპარტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპარტები(ბერძნ.) ბუმბერაზი მეომრები, რომლებიც მიწიდან აღმოცენდნენ (სპარტოსი ანუ „დანათესარი“).

როდესაც კადმოსმა მაღალ ბორცვზე ციხე-სიმაგრე ააგო და კადმეა უწოდა, წესისამებრ, სამსხვერპლოც აღმართა. მსხვერპლშეწირვისათვის აუცილებელი წყლის მოსატანად წყაროზე მსახურები გაგზავნა. რომ არ დაბრუნდნენ, თავად გაემართა წყაროსკენ. იქ კი შემზარავი სანახაობა გადაეშალა თვალწინ: წყაროს თურმე არესისა და ტილფოსას ნაშიერი დრაკონი იცავდა.

დრაკონს მსახურები შთაენთქა და ახლა კადმოსის წინააღმდეგ საბრძოლველად შემართულიყო. არ შედრკა მეფე და წყაროს მცველი დრაკონი იოლად განგმირა. შემდეგ, ათენას რჩევით, დრაკონს კბილები დააძრო და მიწაში ჩაფლა. მიწიდან იარაღასხმული მეომრები ამოცვივდნენ და ერთმანეთს ხელჩართული ბრძოლა გაუმართეს. ხუთი ბუმბერაზის გარდა ყველა დახოცა. გადარჩენილები კადმოსმა თავის ლაშქარში მიიღო და მათ სპარტები ანუ „დანათესარნი“ უწოდა. ესენი იყვნენ: ექიონი (გველისეული), ხთონიოსი (მიწისეული), უდაიოსი (მიწისქვეშეთისეული), პელორი (გოლიათი), და ჰიპერენორი (ძალზე ძლიერი). ამ ხუთმა სპარტოსმა დასაბამი დაუდო თებეს დიდგვაროვანთა მოდგმას. ერთ-ერთ მათგანს კი, ექიონს, თავისი ასული აგავე შერთო კადმოსმა.

დრაკონის კბილებიდან აღმოცენდნენ ის მეომრებიც, არგონავტმა იასონმა რომ ამოხოცა კოლხიდაში.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები