სტუკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტუკო – (იტალ. stucco, გერმ. Stuck), კედლებისა და არქიტექტურული დეტალების მოსაპირკეთებელი ხელოვნური მარმარილო. სტუკო ცნობილი იყო ძველ ეგვიპტეში. ფართოდ იყენებდნენ ძველი რომისა და მოგვიანებით (XV საუკუნიდან) იტალიის არქიტექტურაში, შემდეგ საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. რუსეთში სტუკო ცნობილია XVIII საუკუნიდან (სასახლეებისა და ცალკე სახლების შიგა მოპირკეთებისათვის). გამოიყენება აგრეთვე თანამედროვე ნაგებობათა არქიტექტურაში.