სულები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სულები

1. ფანტაზიით შექმნილი ადამიანის მსგავსი უსხეულო არსებები. განვითარების ადრეულ საფეხურზე პირველყოფილი ანიმისტური შეხედულების შედეგად ადამიანი ბუნების მოვლენათა კანონზომიერებას სიცოცხლის გამოვლინებად მიიჩნევდა, ასულიერებდა ბუნებას. სამყარო, მისი წარმოდგენით, სავსე იყო უჩინარი სულებით, რომლებიც სურვილისამებრ იცვლიდნენ გარეგნულ ფორმას, იყვნენ კეთილი და ბოროტი სულები, ისინი გავლენას ახდენდნენ ადამიანზე. ამის გამო ადამიანი „ცდილობდა მათი გულის მოგებას, კეთილგანწყობის შექმნას. საქართველოში ამ უძველეს შეხედულებათა ნაშთის სახით შემორჩენილია წარმოდგენები ავადმყოფობათა (ბატონების) შესახებ.

2. ორეული, თვითდაკვირვებამ პირველყოფილი ადამიანი იმ დასკვნამდე მიიყვანა რომ მის ფიზიოლოგიურ პროცესებს წარმართავს სული ორეული, რომელიც დამოუკიდებლად არსებობს და იმყოფება სხეულის გარკვეულ ნაწილში (თავი, გული, სისხლი, პირი და სხვა) სული თითქოს უკვდავია, სხეული მისი გარეგნული ფორმაა. სული ძილისა და სიკვდილის დროს დროებით ან სამუდამოდ სტოვებს ადამიანს და არსებობას განაგრძობს სულეთში ან სხვა სხეულში.

ქართველთა უძველესი შეხედულებით, სულის სამყოფი ადგილი თავია, ზოგჯერ სული ამოდის ხილული სხეულიდან, გარდაიქმნება ლანდის მსგავს ჰაეროვან არსებად და ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრებით ცხოვრობს.

მ. ჩაჩავა


ლიტერატურა

  • ს. მაკალათაა, ეთნოგრაფიული ნაწერები, 1956;
  • ელ. ვირსალაძე, მითი. ქართ. ხალხ. პოეტური შემოქმედება, 1, 1960;

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები