სულის ხუცობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სულის ხუცობახევს. ხუცობის ორი სახიდან ერთ-ერთი. ტექსტი, რომელსაც ხუცესი წარმოთქვამს მიცვალებულის მოსაგონებლად დაწესებული ტრადიციული რიტუალის დროს. სულის ხუცობა საჯაროდ სრულდება მიცვალებულის სულისთვის განკუთვნილ სანოვაგესთან (სუფრა, სასმელებიანი კასრები და სხვ.). მისი პირველი ნაწილი წარმოადგენს ღმერთისადმი მიმართვას, რომ ჭირისუფლებს შემდგომში მწუხარება ააცილოს და კეთილი მომადლოს, ხოლო მეორე ნაწილი წარმართული და ქრისტიანული დოგმების ნარევია. სულით ხუცობის ტექსტების შინაარსი თითქმის იდენტურია, იცვლება მხოლოდ მიცვალებულის სახელი.

დ. გოგოჭური


ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956, გვ. 283;
  • ვ. ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართ. ქართველი მთიელების სასულიერო ტექსტები. მას. საქ. ეთნ.. 1, 1938, გვ, 11.

იხილე აგრეთვე

ტაბლის ხუცობა

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები