სურგულაძე კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე სურგულაძე

კონსტანტინე სურგულაძე − (KONSTANTINE SURGULADZE), ქართველი დიპლომატი, 2014-2018 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში – აკრედიტებული სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკებსა და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WEP).

დაიბადა 14 ივლისი, 1971 წელს, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1990-1991 − კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი − საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
1991 -1995 − საქართველო, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი − საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები;
1996 − დიდი ბრიტანეთი, ბირმინგემის უნივერსიტეტი − საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები;
1997 − ნიდერლანდები, ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემია.

სამუშაო გამოცდილება:
1997-1998 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი;
1998-2001 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულო დეპარტამენტი − მესამე მდივანი;
2001-2005 − საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში − კონსული;
2005-2006 − საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაცია, თანამშრომლობა გაეროს პროგრამის ფარგლებში;
2006-2007 − შევრონ − ტექსაკოს წარმომადგენლობა საქართველოში − გენერალური დირექტორი;
2007-2008 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო − საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი;
2009 − პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი საბჭოს წევრი − რეგიონალური განყოფილების უფროსი;
2010-2011 − პოლიტიკური პარტია `თავისუფალი დემოკრატები~ − ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 2012 − პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება” − ემიგრაციისა და დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
2012-2014 − საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები