ტანტრუქა ჩიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტანტრუქა ჩიტი – მითოლოგიური სიუჟეტი ტანტრუქა ჩიტს დემონურ სამყაროსთან აკავშირებს. ერთ-ერთი მითოლოგიური ვერსიით, ღმერთის მიერ დასჯილი ლომპაპი (რომპაპი/როკაპი) მიწაში ჩაფლულ რკინის ჭოკზე იყო მიჯაჭვული. იგი ყოველწლიურად ჭოკის ამოგლეჯასა და განთავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ როგორც კი ამას ახერხებდა, ჭოკზე ჩიტი ჯდებოდა. ამ დროს ლომპაპი ჩიტს ჯოხს მოუქნევდა ხოლმე, მაგრამ ჩიტი მიფრინავდა, ჭოკი კი, რომელსაც ჯოხი ხვდებოდა, კვლავ მიწაში ეფლობოდა.

აჭარაში გამოვლენილი სხვა მითოლოგიური ვერსიით ლომპაპი რომელიღაც კლდეზე ჩარჭობილ პალოზე ჯაჭვით იყო მიბმული. ლომპაპთან ახლოს, მაგრამ მისთვის მიუწვდომელ ადგილზე ურო იდო, რათა მას პალო არ მოეთხარა. ლომპაპს ტანტრუქა ჩიტი დარაჯობდა. ამ ჩიტს აჭარის ზოგიერთ ხეობაში ჭუნჭრუქა ჩიტი ერქვა, ხოლო კინტრიშის ხეობის სოფლებში „მაბზაკუნას” სახელით იყო ცნობილი. დაბმული ლომპაპი წონით ათი ფუთი ყოფილა. ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული წყაროები სიუჟეტს ასე გვისურათებს:

ამ ხალხში ერთი თავშეხოვლი კაცი ჯდას, არავის ელაპარაკება ... იგი რკინის სვეტზეა მიბმული. რკინის ურო დადებულია სვეტთან ... ჭუნჭრუქაი ჩიტი ... ამ უროზე ჟდას. ცავს სვეტს, რომ არ მეიგლიჯოსო. მისი ყარაული ის არის. როდესაც იექანება პაწას სვეტი, მოჩონჩკალდება, მივა ჭუნჭრუქაი და სვეტის თავზე დაჟდება. რომპაპი ხელს ვერ მუუსტვენს სვეტს, რომპაპიც სვეტს ცავს, რომ არავინ დაამაგროს, მე რომ წამუაქანებო. ჭუნჭრუქაი რომ სვეტზე დაჟდება, მაშინ უროს აწევს რომპაპი და დაარტყამს ჭუნჭრუქას, ვითომ ჭუნჭრუქაი ასობს სვეტს. რომ დაარტყამს, ჭუნჭრუქაი გეიქცევა, ურო დაეცემა პალოს და დედამიწაში გაარონიებს”.



ლიტერატურა

ნოღაიდელი, 1967:67-69; მგელაძე, 2010/2011:426-427.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები