ტან სიან-ცზუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტან სიან-ცზუ

ტან სიან-ცზუ (ჩინ. 湯顯祖, 1550-1616), ჩინელი დრამატურგი. შექმნა დრამატურგიული ციკლი „ოთხი სიზმარი“, რომელიც შედგება ოთხი პიესისაგან მუსიკალური დრამის ჩუანცის ჟანრში. პირველი მათგანი – „წითელი სარჭი“ (ადრეულ ვარიანტში ერქვა „წითელი ფლეიტა“) დაწერილია მე-9 ს. მომღერალი ქალის ხო სიაო-იუის შესახებ ნოველის საფუძველზე. პოპულარულ ნოველებზეა აგებული ორი ბოლო პიესის სიუჟეტებიც „ხანდანი“ და „ნანკე“. მისი საუკეთესო პიესა „პეონის ფანჩატური ანუ სულის დაბრუნება“ შედგება 55 სცენისაგან. ეს არის დრამა, აგებული გრძნობისა და ფეოდალური მორალის კონფლიქტზე. მისი ბოლო პიესები ეძღვნება ადამიანურ მისწრაფებათა ამაოებას. პიესა „ხანდან“ ახლოს დგას სოციალურ უტოპიასთან. ამ პიესამ „პეონის ფანჩატურთან“ ერთად მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარობა მე-19 საუკუნეში.






წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები