ჩუანცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩუანცი – (სიტყვასიტყვით – „მონათხრობი საოცრებათა შესახებ“), ჩინური დრამატურგიის ჟანრი, რომელიც გავრცელდა XIV-XVII სსაუკუნეებში. ჩინური კლასიკური დრამატურგიის მსგავსად, ჩუანცის პიესები მოიცავენ პროზაულ დიალოგებს, სასიმღერო არიებს და დეკლამაციას. ჩუანციში მრავლადაა მოულოდნელი და საოცარი თავგადასავლები, დიდი ყურადღება ეთმობა სასიყვარულო კოლიზიებს, თავისუფლების და ადამიანური ღირსების თემას. ჩუანცი, არსში, რომანტიკული დრამაა.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები