ტარხუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტარხუნა

ტარხუნა

ოჯახი - Compositae (Astraceae) – რთულყვავილოვანნი
გვარი - Amtemisis L.- ტარხუნა
სახეობა - A. absinfhium L.- ტარხუნა

მრავალწლიანი მცენარეა, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით და აღმამდგომი ყლორტებით. ძირა ფოთლები ყუნწიანია, ზედა ფოთლები კი მჯდომარე. ყვავილედები კალათაა, 2,5-3,5 მმ დიამეტრის. ყვავილები ყველა მილისებურია, ყვითელი, განაპირა ბუტკოიანი, შუა კი - ორსქესიანი. თესლი დაახლოებით 1 მმ სიგრძისა, მომრგვალო. ყვავის ივლის-აგვისტოში. თესლი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. მრავლდება თესლით. გამოიყენება სურავანდის დაავადების დროს. აგრეთვე მისგან ღებულობენ კაროტინის კონცენტრატებს. გამონაწური გამოიყენება ქრონიკული გასტრიტისა და დაქვეითებული მჟავიანობის დროს.


წყარო

სამკურნალო მცენარეთა მავნებლები და დაავადებები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები