ტოგატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოგატა – (ლათ. comoedia togata, ან fabula togata, სიტყვასიტყვით – ტოგის კომედია) – ძველრომაული კომედიის ნაირსახეობა. სახელი მომდინარეობს რომაული ტოგიდან (ტანსაცმლის სახეობა).

პალიატასგან განსხვავებით, ტოგატები იწერებოდა არა ბერძნულ, არამედ ადგილობრივ, რომაულ-იტალიკურ სიუჟეტებზე. სავარაუდოდ ტოგატას მამამთავრად მიჩნეულია რომაელი პოეტი ნევიუსი (III ს. ძვ.წ.). ტოგატა დამკვიდრდა ტერენციუსის კომედიების ნაცვლად და წარმოშვა ახალი ეტაპი რომის სასცენო ხელოვნებაში. ტოგატას ჩვეული სიუჟეტებია ოჯახური და საყოფაცხოვრებო კონფლიქტები, მოქმედი პირები, როგორც წესი, ხელოსნები არიან. ტოგატებში შესამჩნევია პლავტუსისა და ტერენციუსის გავლენა. ტოგატას რომის სცენაზე არსებობა დადასტურებულია რომის იმპერატორ ნერონის მეფობის ხანაშიც (I ს. ახ.წ.).



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები