ტორპედო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ უაიტხედი (მარჯვნივ) თვითმოძრავი ტორპედოს შემქმნელი

ტორპედო - (ლათინური torpedo - ელექტრული სკაროსი - თევზი), თვითმოძრავი, თვითმართვადი ან ტელემართვადი წყალქვეშა სიგარისმაგვარი ჭურვი ჩვეულებრივი, ან ბირთვული საბრძოლო მუხტით. განკუთვნილია წყალზედა ხომალდების და გემების, წყალქვეშა ნავების, მისადგომების, დოკების, სანაპირო ობიექტების დასანგრევად. ის იმყოფება წყალქვეშა ნავების, ხომალდების, ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავების და ვერტმფრენების შეიარაღებაში. გამოიყენება, აგრეთვე, როგორც ნაღმების და რაკეტების საბრძოლო ნაწილები.

პირველი ტორპედოები (თვითმოძრავი) შეიქმნა 1865-75 წლებში რუსი გამომგონებლის ი.ფ. ალექსანდროვსკის და ინგლისელი რ. უაიტხედის მიერ.

თანამედროვე ტორპედოები განსხვავდება

გაბარიტებით (კალიბრი 324-650 მმ, სიგრძე 2,5-6,5 მ, ზოგჯერ მეტიც);
მატარებლით - საავიაციო, სახომალდო;
დანიშნულებით - ნავსაწინააღმდეგო, გემსაწინააღმდეგო, უნივერსალური;
ენერგოძალური დანადგარებით - ორთქლაირიანი, ელექტრული, რეაქტიული და სხვა;
მართვის სისტემებით - თვითდამიზნებადი, მავთულგამტარებით მართვადი, პროგრამით თვითმართვადი; :თვითდამიზნების სისტემის მოქმედების პრინციპით - აკუსტიკური, ქვენაკადური.

ტორპედო შედგება სათავო ნაწილისგან, რომელშიც განთავსებულია ასაფეთქებელი ნივთიერება, ამფეთქებლებისგან (კონტაქტური, არაკონტაქტური), მართვის აპარატურისა და თვითდამიზნების სისტემებისგან; შუა ნაწილში - ენერგიის წყაროები; კეჩოს ნაწილში - ძრავა, საჭის მოძრაობაში მომყვანი ნაწილები; ბოლო ნაწილში - წევის ხრახნები ჰორიზონტალური და ვერტიკალური საჭეებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები