ტრანსცენდენტური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრანსცენდენტური – (ლათ. transcendens – მიღმიერი, ზღვარს გადაბიჯებული), შუასაუკუნეების სქოლასტიკოსების ცნება, რომლითაც განისაზღვრება უაღრესად უნივერსალური, ყოფიერების უმაღლესი ინსტანციები. ასეთ ცნებებს ჯერ კიდევ არისტოტელე ანიჭებდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას, თუმც კი ამ საკითხებში წიაღსვლა არ განუხორციელებია.

შუასაუკუნეების ფილოსოფოსები ტერმინ „ტრანსცენდენტურის“ ქვეშ აერთიანებდნენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა: არსებითი (ens), ერთიანი (unum), ჭეშმარიტი (verum), მადლიანი (bonum) და სხვ.

ი. კანტმა ტრანსცენდენცია ყოველგვარი ცდის მიღმა დააყენა და აბსტრაქტული რწმენის სფეროდ გამოაცხადა: ღმერთი, სული, უკვდავება.

ტრანსცენდენციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სცენურ შემოქმედებაში, როგორც შთაგონებისა და ზეშთაგონების აუცილებელ ნიადაგს.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები