ტრიფონიოსი და აგამედესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრიფონიოსი და აგამედესი(ბერძნ.) მითოსური ხუროთმოძღვრები. ორქომენოსის მეფის, ერგინოსის ვაჟები, რომელთაც, ბერძენთა რწმენით, აუგიათ აპოლონის ტაძარი დელფოში, პოსეიდონის ტაძარი მანტინეაში, ავგიასის განძთსაცავი ელისში, გირევსის განძთსაცავი ბეოტიაში.

ლეგენდა გვამცნობს, რომ ბეოტიის განძთსაცავის კედელში ძმებს ერთი ლოდი ისე დაუტოვებიათ, რომ იოლად შეძლებოდათ მისი ამოღება. ისინი ამ ხვრელით ღამღამობით განძს იპარავდნენ. როდესაც აგამედესი ხაფანგში გაება, სამხილი რომ არ დაეტოვებინა, ტრიფონიოსმა მას თავი მოჰკვეთა და თან წაიღო. ამ ბოროტმოქმედებისათვის იგი მიწამ შთანთქა.

მითოსის სხვა ვერსიით, როდესაც სახელოვანმა ხუროთმოძღვრებმა დელფოს ტაძარი ააგეს, საზღაური მოსთხოვეს აპოლონს. ღმერთი შეჰპირდა მათ, რომ მეშვიდე დღეს გადაუხდიდა გასამრჯელოს. დათქმული დღის წინა ღამეს კი ძმები ძილში გარდაიცვალნენ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები