უორსარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა უისარეჟი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უისარეჟ-ი / უარსარიჟ-ი / უსარიჟ-ი / უორსარ-ი (ადიღ. Уысэрэжъ/ Уэрсэрыжъ/ Уысэрыжъ /Уэрсэр) – ადიღური ნართული ეპოსის პოლიფუნქციური პერსონაჟი: წინასწარმეტყველი, ნათელმხილველი, მაგი, ნართების ბრძენი წინამძღოლი, პირველი ნართული ნამგლისა და უროს გამომგონებელი; თქმულებათა ზოგიერთი ვარიანტით, თჰაგალეჯის, ჲემიშისა და მამიშის დედა; ავლენს ამბივალენტურ ხასიათს – ხან ეხმარება ნართებს (მისი რჩევა-დარიგებით ახერხებენ ნართები ისპი ჟაჭეჟი ციხე-სიმაგრისა და გუნდ-გუნდის აღებას და სხვ.), ხანაც მათი ანტაგონისტია, გამოდის ტრიკსტერის როლში (მტრებს სოსრუყოსა და მისი ცხენის – თხოჟეიის, „აქილევსის ქუსლს“ ატყობინებს; ზოგი ვერსიით, მონაწილეობს ეპოსის მთავარი გმირის მკვლელობაში).

უისარეჟის მრავალსახოვნება, როგორც სპეციალისტები თვლიან, მეორადია: სემანტიკურ ინვარიანტად რჩება მისი ამოსავალი ფუნქცია წინასწარმეტყველისა, ნათელმხილველისა, რომელსაც ნართების საზოგადოების სოციალურ იერარქიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. „წინასწარმეტყველის“, „ნათელმხილველის“ მნიშნელობით სიტყვა уысэрэжъ ადიღეური თქმულებებისთვის არის დამახასიათებელი, მაშინ, როდესაც ყაბარდოულ ტრადიციაში იგი საკუთარ სახელად არის ქცეული.


ლიტერატურა

  • Нартхэр. Адыгэ эпос. Т. I. Мыекъуапэ, 1968, т. III. Мыекъуапэ, 1970, т. VII. Мыекъуапэ, 1971;
  • Мижаев М. Уорсар // Мифы народов мира. Т. II. М., 1982;
  • Кумахов М. А., Кумахова З. Ю. Нартский эпос: язык и культура. М., 1998.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები