უკვდავების წყარო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უკვდავების წყაროფშავის გომეწარში, მაღაწლის მთის ძირას შვიდ წელიწადში ერთხელ თურმე გაიდებოდა ოქროს ღარი, ზედ გადმოვიდოდა უკვდავების წყალი და რამდენიმე წამის შემდეგ გაქრებოდა.

ერთხელ ერთი ახალგაზრდა მწყემსი ქალი, შემთხვევით მოხვედრილა ამ ადგილას, როცა უკვდავების წყარო გადმოდიოდა. ქალს დაულევია წყალი და ძალიან მოსწონებია, უსვამს და უსვამს. მერე ეს ქალი ოჯახთან ერთად კახეთში გადასახლებულა.

გასულა ხანი. ერთხელ გომეწრელები ჩასულან კახეთში პურის საყიდლად. მათ უნახავთ ჭრელ ფშაურ ფარდაგზე მჯდომი ღრმად მოხუცებული ქალი. გამოუკითხავს ქალს სტუმრებისათვის ვინაობა და როცა გაუგია, რომ გომეწრელები იყვნენ, ძალიან გახარებულა და უთქვამს: მეც გომეწრელი ვარ, სიპის კალოზე დაბადებული და სამგლე გორაზე გათხოვილი. ერთხელ მაღაწალში უკვდავების წყარო დავლიე და აღარ ვკვდებიო.

დღეს აღარავინ იცის, სად იყო ის წყარო. საფარველი აქვს დადებული.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები