უნიფლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

უნიფლექსი – რულონური საბურულე და ჰიდროსაიზოლაციო მასალა პოლიეთერის ან მინაბოჭკოს საფუძველზე, რომელიც ორივე მხრიდან გაჟღენთილია ბიტუმ-პოლიმერული შემკვრელით. უნიფლექსი მიეკუთვნება ბიზნესკლასის იდეალურ მასალას ნებისმიერი სახის თანამედროვე სამშენებლო კონსტრუქციებისა და სახურავების ჰიდროიზოლაციისათვის. მასალა პირის მხრიდან დაფარულია ქვიშის მოყრით, ხოლო ქვედა მხრიდან – პოლიმერული აფსკით. გამოიყენება ბურულის ხალიჩის ზედა ფენის მოსაწყობად, ხოლო თუ მასალა ორივე მხრიდან დაფარულია პოლიმერული აფსკით – რულონის ხალიჩის ქვედა ფენის მოსაწყობად, აგრეთვე სხვადასხვა კონსტრუქციებისა და ნაგებობების ჰირდროიზოლაციისათვის. მისი ძირითადი მწარმოებელია რუსული კომპანია „ტექნონიკოლი“. ძველი ბურულის მოუხსნელად სახურავის რემონტის დროს გამოიყენება უნიფლექსი ბენტი. ის არის ულპობი პოლიეთერის ან მინაბოჭკოს ქსოვილის საფუძველზე დამზადებული რულონური მასალა, რომლის საფუძვლის ორივე მხარეზე დატანილია ბიტუმ-პოლიმერის შემკვრელი. უნიკალური რელიეფის გამო, ძველ და ახალ ფენებს შორის რჩება ბურულის სასუნთქი არხები, რაც გამორიცხავს საჰაერო ბუშტების გაჩენას და ზედაპირი მიიღება სწორი, ტალღების გარეშე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები