უოლესი ალფრედ რასელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფრედ რასელ უოლესი

ალფრედ რასელ უოლესი - ინგლ. Alfred Russel Wallace, (8. I. 1823, — 7. II. 1913). გამოჩენილი ბრიტაანელი ბუნებისმეტყველი, ნატურალისტი, მოგზაური, ბიოლოგი და ანთროპოლოგი.

ალფრედ რასელ უოლესი დაიბადა ასკიში (მონმუტშირის საგრაფო). დაწყებითი განათლება ჰერტფორდის დაწყებით სკოლაში მიიღო.

1844 წელს მსახურობს სკოლის მასწავლებლად ჯერ ლეიჩესტერში, ხოლო შემდეგ - უელსში. 1848-1852 წლებში გამოჩენილ ენტომოლოგ ბეიტსთან ერთად მდინარეების ამაზონისა და რიუ-ნეგრუს სანაპიროების ფლორა და ფაუნა გამოიკვლია.

1852 წელს ტროპიკული ციება შეეყარა და იძულებული გახდა ინგლისში დაბრუნებულიყო. შუა ზღვაში გემს ხანძარი გაუჩნდა და მრავალწლიანი შრომის შედეგად შეგროვებული ძვირფასი კოლექცია და ხელნაწერები მთლიანად განადგურდა.

1854-62 წლებში უოლესმა გამოიკვლია მალაის არქიპელაგის ფლორა და ფაუნა. შეაგროვა ზოოლოგიური და ბოტანიკური, ასევე გეოლოგიური კოლექციები. მან შეისწავლა არქიპელაგზე მცხოვრებ ხალხთა კრანიოლოგია. მოპოვებული მასალის საფუძველზე მან დაასაბუთა, რომ მალაის არქიპელაგზე გადის საზღვარი (ე.წ. „უოლესის ხაზი“), რომელიც ზოოგეოგრაფიულად ყოფს კუნძულ სულავესს არქიპელაგის სხვა კუნძულებისაგან.

უოლესმა დარვინისაგან დამოუკიდებლად ჩამოაყალიბა ევოლუციის კონცეფცია, კერძოდ, ბუნებრივი გადარჩევის კონცეპტი. 1858 წელს სტატია დაბეჭდა ლინეს საზოგადოების შრომებში, სადაც დარვინის რეფერატიც გამოქვეყნდა. მიუხედავად იდეათა მსგავსებისა, მან ბუნებრივი გადარჩევის თეორიის შექმნის პრიორიტეტი დარვინს მიანიჭა, ხოლო ევოლუციის შემსწავლელ ახალჩამოყალიბებულ ბიოლოგიის დარგს „დარვინიზმი“ უწოდა. მანვე ჩაუყარა საფუძველი ევოლუციურ ზოოგეოგრაფიას.

უოლესი გარდაიცვალა 1913 წლის 7 ნოემბერს ბროდსტოუნში (დორსეტშირის საგრაფო).



წყარო

შათირიშვილი, ა. მიკროევოლუციის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები