უსასრულოდ მცირე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უსასრულოდ მცირეცვლადი სიდიდე, რომელიც მოცემულ პროცესში ცვლილებისას ხდება და რჩება აბსოლუტური სიდიდით ნაკლები ნებისმიერ წინასწარ დასახელებულ რიცხვზე.

x0 წერტილის მიდამოში განსაზღვრულ f(x) ფუნქციას უწოდებენ უსასრულოდ მცირეს, თუ ნებისმიერი x-თვის Usasrulod001.png

სხვადასხვა რიგის უსასრულოდ მცირე სიდიდეები უკვე ფერმას შრომებში გვხვდება (არც თუ ნათელი სახით). მათით ფართოდ სარგებლობდნენ ნიუტონი და ლაიბნიცი. განსაზღვრა მოგვცა კოშიმ (ზღვარზე გადასვლის ცნებაზე დაფუძნებით) (1821-1823). ცნებები (0 („0“-დიდი) და o („o“-მცირე) შემოიღეს ბახმანმა (1894) და ლანდაუმ (1909).

უსასრულოდ მცირეთა მეთოდი, ანუ ზღვართა მეთოდი, მათემატიკური ანალიზის დაფუძნების ძირითადი მეთოდია.

წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები