უფლისციხის გრძელი ნაგებობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უფლისციხის გრძელი ნაგებობა - მდებარეობს უფლისციხის შიდა ქალაქის შუა უბნის ცენტრში; საგანგებოდ მოსწორებულ ტერასაზე. დამხრობილია სამხრეტისკენ. თარიღდება ელინისტური ხანის დასაწეისით. როგორც არქიტექტურული თემით, ისე ყოველი დეტალით; მიეკუთვნება უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ანსამბლის ძირითად სამშენებლო პერიოდს; ამავე დროს გამოირჩევა ფასადის ორიგინალური კომპოზიციით და ზოგიერთი არქაული ელემენტით. სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარო სახელოსნომ 1968 წ. ბეტონით ნაწილობრივ აღადგინა ცენტრალური ბურჯი.

გრძელი ნაგებობა შედგება მწკრივად განლაგებული ოთხი ნაწილისაგან. თითოეული მათგანი წარმოადგენს უფლისციხის ანსამბლის შენობებისათვის მიღებული გეგმარების უმარტივეს ვარიანტს – წინ ღია დარბაზია, მის უკან კი უფრო მცირე და დაბალი ოთახი. სათავსების ეს მარტივი განლაგება შეკრულია ერთიან, რთულ არქიტექტურულ კომპოზიციად. მასში ჩართულია ნაგებობის წინ მდებარე მოედანიც.

გრძელი ნაგებობა მხოლოდ ერთი ფასადითაა გამოვლენილი. იგი მთლიანად ამოკვეთილია კლდეში (შიდა ზომები 25,5X10 მ; სიმ. 7,5 მ; ზომები ეზოთი – 28,75X 22,5 მ); შენობა დაზიანებისა და მრავალჯერ გადაკეთების შედეგად სახეშეცვლილია, გამოფიტულია. სრულიად დანგრეულია აღმოსავლეთის განაპირა დარბაზი, მის უკან მდებარე ოთახის წინა კედელი, დასავლეთის განაპირა ღია დარბაზსა და ბრტყელჭერიან დარბაზს შორის მდებარე განივი კედელი; ფრონტონის აღმოსავლეთი ნაწილი დაბზარულია. ეს ადგილი შესუსტებულია XVI-XVII სს. გაჭრილი საკვამლე მილითაც. ამავე საუკუნეებში გრძელი ნაგებობა საცხოვრებლად გამოუყენებიათ და ოთახების კედლებში ამოუკვეთიათ თაროები, იატაკში კი – სხვადასხვა დანიშნულების ორმოებო დასავლეთის განაპირა ღია დარბაზის განივ კედლებში ამოუჭრიათ კოჭების ჩასადგმელი ბუდეები. უხეში თლით საგრძნობლად არის ამაღლებული კამარა, რომელშიც თახჩებია გამოკვეთილი. ღია დარბაზები გაყოფილია ორ სართულად. ქვემოთ დიდი ოთახია, რომელიც ღია დარბაზის ფასადის წინ გამოდის. მის გადახურვაზე (კამარის ფარგლებში) ლოჯიაა წინ აივნით. ამავე ხანაშია ამოშენებული საფასადო კედელიც, გრძელი ნაგებობის ცენტრში მდებარე ღია, ბრტყელჭერიანი დარბაზები. მოგვიანებით არის აშენებული რამდენიმე ოთახი (შემორჩენილია კედლების ფრაგმენტები).

შენობის კომპოზიციის ცენტრს წარმოადგენს ორი განიერი ბრტყელჭერიანი ღია დარბაზი (დაახლ. 4X6 მ), რომელთა ორივე მხარეს ღია კამაროვანი დარბაზებია. ოთხივე ღიადს აერთიანებს მძიმე ფრონტონი. ფრონტონის კეხის ქვეშ ოთხკუთხა კვეთის ბურჯი ყოფს ბრტყელჭერიან დარბაზებს, და წარმოადგენს ფასადის კომპოზიციის ცენტრალურ ვერტიკალს. მთელ კომპოზიციას ჰკრავს ეზოს შუა ნაწილი – შემაღლებული ბაქანი. ბრტყელჭერიანი დარბაზი გაშლილ მოედანზეა აღმართული, კამაროვანი დარბაზების იატაკი და ეზოები უფრო დაბალია. მოედანსა და ვიწრო ეზოს ფაქიზად თლილი საფეხურები აკავშირებს, ამგვარადვე დამუშავებული ცოკოლი გასდევს კამაროვანი დარბაზების ფასადებსა და ეზოების გარეთა კედლებსაც. ეზოში შემორჩენილია კლდეში ამოკვეთილი წყალსაწრეტი ღარის სათავე, რომელიც ანტიკურ ხანაში თლილი ქვის ფილებით იყო გადახურული. სამეურნეო თუ საოჯახო საქმიანობისათვის განკუთვნილი სხვა ადგილები გრძელი ნაგებობის ეზოებსა და სათავსებში არ არის. ცენტრალური დარბაზების უკან მოთავსებულია მცირე ზომის (4,4 და 3,8 კვ. მ) უფორმო, გამოქვაბულის მსგავსი სათავსები. სათავსების კედლებთან კლდეში ამოკვეთილია „ტახტები“, რომლებიც კიდევ უფრო ამცირებენ იატაკის ფართობს. სათავსების იატაკი ღია დარბაზების იატაკიდან რამდენიმე საფეხურითაა ამაღლებული. კამაროვანი დარბაზების უკან ზუსტი გეომეტრიული ფორმის მოზრდილი ოთახებია, რომლებსაც კარგად გამოყვანილი კუთხეები; გლუვად დამუშავებული ბრტყელი ჭერი და კედლები აქვეთ კედლებში ღრმა, საწოლად გამოსადეგი ნიშები და მცირე თასჩებია ამოკვეთილი. ნაგებობის ბანზე ქრისტიანული ეკლესია დგას.



წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები