უფლისციხის დასავლეთის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უფლისციხის დასავლეთის ეკლესია ძეგლი მდებარეობს უფლისციხის შიდა ქალაქის დასავლეთით, ქარაფის შუაწელზე. ეკლესია უშუალოდ არ უკავშირდება შიდა ქალაქს. ნაგებობასთან მისასვლელი ბილიკი კლდის მასივის დასავლეთით, სოფელ უფლისციხიდანაა. დასავლეთის ეკლესია თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით (სავარაუდოა, რომ ეკლესიად გადაკეთებულია ელინისტური ხანის ნაგებობა).

აღწერილობა

კლდეში ნაკვეთი მცირე ზომის ეკლესია (3,4X2,8 მ, სიმ. 3 მ) გარედან არ არის გამოვლენილი. ოთხკუთხა, თაღოვანი კარი დასავლეთითაა. კარის თავზე მრგვალი სარკმელია. დარბაზი განიერი და მოკლეა (2,8X1,75 მ). აფსიდი აღმოსავლეთისკენ ფართოვდება. აფსიდის აღმოსავლეთი კედელი სწორხაზოვანია, კუთხეები – მომრგვალებული. კედელიც და კუთხეებიც გაფორმებულია სწორხაზოვანი, სადა ბაზისებით და კაპიტელებით. კარის პირდაპირ, აფსიდის აღმოსავლეთი კედლის ცენტრში ამოკვეთილია მაღალი (1,25 მ) სწორკუთხა საკურთხეველი, რომლის იატაკი დარბაზის იატაკიდან ამაღლებულია 0,75 მ.-ით. საკურთხევლის ზემოთ, მთელი საკურთხევლის სიგანეზე, თაღოვანი ნიშია, მეორე ნიში ჩრდილოეთ კედელშია. საკურთხეველი, აფსიდის იატაკი, მისი საფეხური, ბაზისები და თახჩები კარგად არის დამუშავებული, მათი ზედაპირი გლუვია. კაპიტელები და ეკლესიის დანარჩენი ნაწილები არასწორხაზოვანია, ზედაპირი უხეშადაა დამუშავებულო. ეკლესია გადახურულია ბრტყელი კამარით. ნაგებობის წინ კლდის უსწორმასწორო, ვიწრო ბაქანია, რომელიც XX ს. დასაწყისში გადაუხურავთ.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები