უფლისციხის მოხატულოთახიანი სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოხატულოთახიანი სახლი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს უფლისციხის შიდა ქლაქის შუა უბანში, ხელოვნურად მოსწორებულ ტერასაზე. ტერასა-ბაქანს დასავლეთით კლდის კედელი საზღვრავს, ბაქნის ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს ერთსვეტიან დარბაზს თავისი ეზოთი. სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ოთხსვეტიანი დარბაზის ბანი იყო (ჩანგრეულია). სამხრეთით, ამავე ბაქნის დონეზე, ღრმა და ვიწრო გასასვლელით მოკვეთილი ორსვეტიანი დარბაზის ბანია გაშლილი. მთავარი ქუჩიდან ბაქანზე ასასვლელად ამჟამად 13 საფეხურია ამოკვეთილი, თავდაპირველი ასასვლელი არ შემორჩენილა.

მოხატულოთახიანი სახლი თარიღდება ფეოდალური ელინისტური ხანის კლდეში ნაკვეთი ნაგებობის სწორკუთხა, სწორხაზოვანი, საფეხურად ჩაღრმავებული ფრაგმენტები (სახლის ჩრდილოეთ ოთახის ქვეშ და სამხრეთ ოთახის გარეთ), რომელიც, კლდის მაღალ დასავლეთ კედელთან ერთად, ქმნის ნაგებობის სწორკუთხა კონტურს. კლდის ქანის კონფიგურაცია გვიჩვენებეს, რომ ნაგებობის მხოლოდ დასსავლეთი და ჩედილოეთი კედლები იყო კლდეში ნაკვეთი. დანარჩენი კედლები სხვა მასალითაა ნაშენი. ამავე კონტურის შიგნით ამოკვეთილია ბოძების ჩასადგმელი ბურეები, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში – გაურკვეველი დანიშნულების ოთხკუთხა ორმო, მის პირზე – ღარები და სწორკუთხა ღრმული. იატაკის კონტურის გარეთ, ჩრდილოეთით, წყალსაწრეტი ღარის სათავეა. შემორჩენილი ფრაგმენტების ზუსტი გეომეტრიული ფორმა, კლდის ზედაპირის ფაქიზი დამუშავება და წყალსაწრეტი ქსელის მოწყობა ამტკიცებს, რომ ნაგებობა უფლისციხის პირვანდელ მშენებლობას ეკუთვნის.

მოხატულოთახიანი სახლი სწორკუთხაა (23X8,6მ), შედგება სამი ერთიმეორის გვერდით მოთავსებული ოთახისაგან. შემორჩენილი კვალი გვაფიქრებინებს, რომ მოხატულოთახიანი სახლი გრძელდებოდა ტერასის ჩრდილოეთ კედლის მიმართულებით (ერთსვეტიანი დარბაზისა და მისი ეზოსკენ). ნაგებობის დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლები კლდეშია ნაკვეთი, დანარჩენი ალიზისაა. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი ალიზის საცხოვრებელი სახლი უფლისციხის ანსამბლში. შენობა დაზიანებულია (შემორჩენილი კედლების სიმაღლე 0,6-1,3 მ-ია), იგი მრავალაჯერ არის გადაკეთებული და შეკეთებული: განსხვავებულია საშენი მასალა და კედლის კონსტრუქციები, ორმოებზე და თონეებზე კედლებია დაშენებული, ამოქოლილია ძველი შესასვლელები, სანაცვლოდ გაჭრილია ახლები.

მოხატულოთახიანი სახლი არ იმეორებს ძველი ნაგებობის კონტურებს. არც დასავლეთით მდებარე კლდეა გამოყენებული კედლად უსწორმასწორო ზედაპირი გასწორებულია ალიზის წყობით, ჩრდილოეთ ოთახის დასავლეთ კედელიც, კლდის მასივიდან მოშორებით, ალიზითაა ამოყვანილი. სამხრეთი სწორკუთხაა (3,7 X6,2 მ). ოთახის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილი კარები ამოშენებულია. სამხრეთის კარი გადიოდა კლდის მცირე ბაქანზე, რომლის გადახურვა კლდეში ნაკვეთ ბუდეებში ჩასმულ ბოძებს ეყრდნობოდა. უკანასკნელად ოთახის შესასვლელი ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთში გაუჭრიათ. აღმოსავლეთ კედელში ბუხარი და თახჩაა, ჩრდიოეთ კედელში – სამი თახჩა. იატაკი თიხატკეპნილია. გადახურვა ხისა ყოფილა, კოჭოვანი (ფრაგმენტები ნაპოვნია იატაკზე). აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთი კუთხე მოგვიანებითაა აღდგენილი ქვით, აგურის ნატეხებითა და ტალახით (წყობა ირეგულარულია). შიგნით აღსადგენად გამოყენებულია ალიზი. ამ წყობის ქვეშ აღმოჩნდა XVI ს. სასულიანი თონე, რომელიც უფრო ადრინდელი ხანის ორმოში იყო ჩადგმული. აღმოსავლეთ კედელს გარედან მიშენებული აქვს ალიზისა და აგურის ნატეხებით ამოშენებული კედელი, რომლის ნაწილია შემორჩენილი. არქეოლოგიური გათხრების დროს სამხრეთ ოთახში აღმოჩნდა ძველი შელესილობის მოხატული ნატეხები: გადახლართულ ფოთლებსა და ყვავილებს შორის გამოსახულია ადამიანების, ცხოველებისა და ფრინველების მცირე ზომის ფიგურები. მოხატულობა მუქი აგურის ფერისაა. ფონი ოდნავ ჩაწეულია ვარდისფერ შელესილობაში და არ არის შეღებილი, ან პირიქით, ფონი შეღებილია, გამოსახულება კი არა. გვხვდება ისეთი ფრაგმენტებიც, სადაც გამოსახულება ამოკაწრულია და მთლიანადაა გადაღებილი. კედლის მხატვრობის ფრაგმენტები ფეოდალური ხანის ქართული საერო ნაგებობებს მოხატულობის უძველესი ნიმუშია

ჩრდილოეთი ოთახი კვადრატულია (7,5X7,5 მ) და ბევრად განიერია სამხრეთისაზე. შესასვლელი აღმოსავლეთ კედელშია რომელიც წინ არის წამოწეული აღმოსავლეთის და კლდეზე მიყრდნობილი ჩრდილოეთი კედლები ქვისა და ტალახის უხეირო წყობით არის ამოყვანილი. დასავლეთი კედელი კი გაურკვეველი ფორმის ალიზითა თუ ბელტითაა ნაგები. კედლის ცენტრში ამოყვანილია ბუხარი. ყველა კედელი შელესილია.

ჩრდილოეთი კედლის მხარეს კარგად არის შემორჩენილი კლდეში ნაკვეთი ნაგებობის კლდის კედელი, რომელიც ოთახის კედლად არ გამოუყენებიათ. ალიზის კედელსა და კლდის კედელს შორის ვიწრო გასასვლელია (1,75მ), რომელიც ორი კარით უკავშირდება ჩრდილოეთ და შუა ოთახებს. გასასვლელის ჩრდილოეთით, ბოლოში ანტიკური ხანის გაურკვეველი დანიშნულების ორმოა, სამხრეთით – ფეოდალური ხანის ორი, ერთმანეთში ჩადგმული თონე. თონეებზე დაშენებულია კედლები და გაუქმებულია. თონის ზევით ოთხაის კედლები უფრო გვიანდელია. სახლის შუა ოთახი მცირე მოცულობისაა. მის დასავლეთ კედელში ბუხარია. უკანა კედელი, რომელიც კლდეს ეყრდნობა, ალიზითაა აშენებული. შერჩენილი აქვს შელესილობის კვალი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები