უყულდაშის წმინდა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უყულდაშის წმინდა გიორგი (ჯგრაგი)სვანეთში ძველად თურმე ახალკვირას (აღდგომის მომდევნო კვირას) ყოველწლიურად უყულდაშის წმიდა გიორგის ილორის წმ. გიორგისგან შესაწირავი ხარი მოსდიოდა. გათენდებოდა თუ არა, ხატის კარის წინ ის ხარი იდგა და ელოდა, როდის დაიჭერდა მას ჯგრაგის „მარე“ (სვანურად კაცი) და შესწირავდა სალოცავს. მაშინ უყულდაშის ჯგრაგს ემსახურებოდა ტურანშას გვარი. ერთ წელს თურმე ილორის გამოგზავნილი ხარი ჯგრაგის ყარაულმა მოიპარა. ხალხს არწმუნებდა, ილორმა წელს შესაწირავი არ გამოგვიგზავნაო. ამის შემდეგ ილორმა შეწყვიტა ხარის გამოგზავნა. გავიდა მცირე ხანი და ტურანშების ცხვრის ფარაში ერთი ურქო თხა (გაბუ) გაჩენილა. იმ ხანად ტურანშებში ერთი მოსახლეღა ყოფილა დარჩენილი, რომლისგანაც ეს გვარი უნდა გამრავლებულიყო. ამ მოსახლემ გაბუს მოკვლა მოინდომა. დანა რომ მოიქნია მსხვერპლის ყელის გამოსაჭრელად, გაბუს ასცდა, მას მოხვდა თვალში და მაშინვე მოკვდა. ამის შემდეგ ტურანშები ისე გადაშენებულან, რომ ამ გვარიდან დღეს ერთი კაციც კი აღარ არის დარჩენილი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები