ფაუსტის ლეგენდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფაუსტის ლეგენდა – გერმანული ფოლკლორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ჩამოყალიბდა მე-16 საუკუნეში. შემორჩენილია დოკუმენტური ცნობები, რომლის მიხედვით იოჰან ფაუსტი, შემდგომში დოქტორ ფაუსტად ცნობილი, სწავლობდა ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე 1509 წელს. დოქტორ ფაუსტის, როგორც ლეგენდის პერსონაჟის, დამახასიათებელი თვისებებია ყველაფრის შემეცნების დაუოკებელი სურვილი, ჯადოქრობა და არაჩვეულებრივი ნიჭი. ლეგენდის მთავარი მოტივია ეშმაკთან (მეფისტოფელი, დემონი) დაკავშირება ჭეშმარიტების შეცნობის მიზნით.

ლეგენდები ფაუსტზე იქმნებოდა როგორც გმირის სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ. ამ ძეგლში შერწყმულია უძველესი გერმანული ლეგენდა-თქმულებანი ჯადოქრებსა და დემონებზე. მსგავსი სიუჟეტები გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ხალხში. ფაუსტის ლეგენდას ეხმაურება ქართული თქმულებახოგაის მინდია“. ხალხურმა ლეგენდამ მრავალი გერმანელი და უცხო მწერალი შთააგონა. იგივე დაედო საფუძვლად გოეთეს გენიალურ „ფაუსტს“.

ჯ. ბარდაველიძე

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები