ფაქტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფაქტურა (ლათ. Factura დამუშავება, აგებულება)

სარჩევი

არქიტექტურაში

ფორმის ზედაპირის აღნაგობა (მაგ.: ხორკლიანი, გლუვი, გაპრიალებული, სარკისებრი ზედაპირი და ა. შ.).

სახვით ხელოვნებაში

სურათის ზედაპირის თავისებურება (საღებავის ფენის სისქე, მისი სიგლუვე ან ხორკლიანობა, სიმქრქალე ან პრიალი, წანასმის ხასიათი და ა. შ.).

ფაქტურას უქოდებენ აგეთვე მხატვრის სხვადასხვაგვარი ტექნიკური ხერხების ერთობლიობას: ფუნჯის მოსმის თავისებურება, ფერადი ფენების დადება, საჭრისის დარტყმები, გაპრიალება და სხვ. რომელთა სხვადასხვაობა გამომდინარეობს საგანთა ბუნებრივი სხვადასხვაობიდან ანდა ერთი და იმავე საგნისა თუ სხვადასხვა ნაწილთა არაერთგვარობიდან (მაგ:. განსხვავება ადამიანის კანსა და თმას შორის.)

მუსიკაში

მუსიკალური გადმოცემის საშუალებათა ერთობლიობა (მელოდია, აკორდები, პოლიფონიური ხმები, ფიგურაცია, ორნამენტიკა და ა. შ.), რაც ნაწარმოების ტექნიკურ წყობას ქმნის.

ინოგადაღების ობიექტივების

ბუნებრივი ან ხელოვნური ობიექტების ზედაპირის სტრუქტურა, რომელიც გადაღების დროს განსაზღვრავს მის გარეგნობას. ფაქტურის ელემენტები გამოსახულებაში იქნება განსხვავებული ანდა შერწყმული; ეს დამოკიდებულია მათ სიდიდესა და ფორმაზე, ობიექტის დაშორებაზე, აგრეთვე გადაღების პირობებზე (განათებაზე, ფოკუსურ მანძილზე, ობიექტივის და ფირის დეტალიზაციის უნარზე).

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები