ფიბროასფალტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ფორმულა-1“-ის სარბოლო ბოლიდების ტრასა

ფიბროასფალტიკომპოზიტური მასალის ერთ-ერთი სახეობა ფიბროასფალტში დასაარმირებელ მასალად გამოყენებულია სინთეზური ბოჭკო (ფიბრა). საგზაო მშენებლობაში ფიბრის გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საგზაო საფარის სიმტკიცის მახასიათებლებს. პრაქტიკული ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ საგზაო საფარის გასაძლიერებლად ყველაზე კარგი მაჩვენებლები აქვს პოლიაკრილნიტრილის (პან-ბოჭკო) ფიბრას. მთელ მოცულობაში მისი დამატებით საგრძნობლად უმჯობესდება ბეტონის, ასფალტბეტონის, ასფალტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, რადგან ამ მასალას გაჩნია შესანიშნავი ადჰეზიური თვისებები ბეტონთან და ასფალტთან მიმართებით. შედეგად მიიღება უნიკალური თვისებების საფარი გამორჩეული სიმტკიცით, ბზარმედეგობითა და სხვა მახასიათებლებით.

დრეკად-პლასტიკური თვისებების გამო ფიბროასფალტს არ უჩნდება ლიანდი [[[ავტომობილი]]ს, ტრაქტორის ან სხვა სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების თვლებს შორის მანძილი თითოეულ ღერძზე, რომელიც ახასიათებს მის მდგრადობას (გვერდითი გადაყირავების საწინააღმდეგოდ) სიმძიმის ცენტრის განსაზღვრული მდებარეობისას], ცვეთადობა მინიმუმამდეა დაყვანილი, კარგად უძლებს ტემპერატურულ და დაღლილობით დეფორმაციებს. პოლიმერული ბოჭკო მკვეთრად ამცირებს საექსპლუატაციო და ფინანსურ დანახარჯებს. იგი ზრდის მასალის დინამიკურ მოდულს, რაც საშუალებას იძლევა რემონტშორისი დრო გაიზარდოს 20%-მდე.

საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ პოლიმერული შემავსებლები წარმატებით გამოიყენება არა მარტო ბეტონის, არამედ ბიტუმის საფარიანი გზების მოსაწყობად, აგრეთვე სპორტული სარბოლო ტრასების მშენებლობაში, რომელსაც ყველა ტიპის საგზაო საფარვლისგან განსხვავებით განსაკუთრებული მოთხოვნები წაეყენება ბზარმედეგობის, სიმტკიცის, ძვრამედეგობის, საბურავების საფართან შეჭიდულობის თვალსაზრისით. პან-ბოჭკოებით დაარმირებულ გზის საფარზე ლიანდის სიღრმე საბურავის 20 000 გავლის შემდეგ თითქმის 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებ რივი ასფალტის საფრის (2,8 მმ 5,05 მმ-ის წინააღმდეგ). „FibArm Fiber WA“ ფიბრებით დაარმირებული ფიბროასფალტბეტონის მაჩვენებლები, ჩვეულებრივ ასფალტბეტონთან შედარებით, ასეთია:

  • სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე იზრდება 30%-ით;
  • წყალუჟონადობა იზრდება 15%-ით;
  • ძვრამედეგობა უმჯობესდება 15%-ით;
  • უმჯობესდება გზის ბგერაშთანთქმადობა და მზიდუნარიანობა;
  • საფარი შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერ გრუნტულ საფუძველზე და კლიმატურ პირობებში.

წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები