ფილიპე ბეთლემელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფილიპე ბეთლემელი – (X ს.), ჰიმნოგრაფი. სინას მთის ხელნაწერებმა შემოგვინახეს პოეტის ერთადერთი საგალობელი, რომლის კიდურწერილობაა: „ფილიპე ბეთლემი“. ავტორი ხოტბას ასხამს ქალწულისაგან ბეთლემში ქრისტეს შობას. ტექსტს ლაიტმოტივად გასდევს ცოდვილი ფილიპეს ვედრება ღვთისმშობლისადმი.

ეს საგალობელი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საზომის თვალსაზრისით. იგი შედგება 13 ტაეპისგან, თითოეული ტაეპი შეიცავს 16 მარცვალს, ტაეპის ყოველი ბოლო სიტყვა წოდებითს ბრუნვაშია დასმული (ქალწულო, ღვთისმშობელო, დედოფალო, ბეთლემო) და, ამდენად, სტრიქონები თითქოს ერითმება კიდეც ერთმანეთს. ცხადია, ჩვენ აქ არ გვაქვს რუსთაველური თექვსმეტმარცვლოვანი საზომის ჩამოყალიბებული სახე, მაგრამ აშკარაა, რომ საგალობელში დასტურდება ამ სალექსო ფორმის ჩანასახი. ეს დიდად ზრდის საგალობლის მნიშვნელობას ქართული მეტრიკის ისტორიისთვის. პ. ინგოროყვას აზრით, ფილიპეს მონაწილეობა მიუღია პალესტინის სკოლის საწელიწდო იადგარის შედგენაში.


ტექსტი და ლიტერატურა

  • პ. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია, 1913, გვ. დჲდ;
  • მისივე თხზულებათა კრებული. III 1965, გვ.- 40-41.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები