ფიჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

ფიჯი - (Fiji – ფიჯის კუნძულების რესპუბლიკა), სახელმწიფო ფიჯის კუნძულებზე, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (სულ 300 კუნძული, მათგან 100 დაუსახლებელი).

ფართობი - 18,3 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 854 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ინგლისური.

დედაქალაქი - ქ. სუვა.

ადმინისტრაციულად იყოფა 4 ოლქად. შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს ორპალატიან პარლამენტს; აღმასრულებელი – მთავრობას.

დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1970 წელს.

ფიჯის კუნძულები აღმოაჩინეს ევროპელებმა, ჰოლანდიელმა ა. ტასმანმა 1643 წელს და ინგლისელმა ჯ. კუკმა 1774 წელს.

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს საერთაშორისო ტურიზმი და შაქრის მრეწველობა. განვითარებულია საფეიქრო, ხის დამამუშავებელი მრეწველობა, მეთევზეობა.

საზღვაო პორტებია: სუვა, ლაუტოკა, ლევუკა, ლამბასა.

საერთაშორისო აეროპორტი – ნანდი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 3,5 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 3,2 ათ. და სამხედრო-საზღვაო 0,3 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები