ფლამანდიური კვანძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფლამანდიური კვანძი

ფლამანდიური კვანძი - ეს უძველესი საზღვაო კვანძია, რომელიც გამოდგება, როგორც წვრილი, ისე მსხვილი გვარლების გადასაბმელად. ეს არის ორი სხვადასხვა გვარლით ერთად შეკრული “რვიანი”.

ფლამანდიური კვანძი

ამ კვანძის შესაკვრელად საჭიროა ერთ-ერთი გადასაბმელი გვარლის ბოლოზე გაკეთდეს “რვიანი” კვანძი. მისგან გამოსული წინმავალი ნაწილის შემხვედრად შევიყვანოთ მეორე გვარლის წინმავალი ნაწილი და გავიმეოროთ პირველ გვარლზე გაკვანძული ფიგურა.

ფლამანდიური კვანძით გადაბმული გვარლები ძალიან საიმედოა, არ აფუჭებს გვარლს და საჭიროების შემთხვევაში მისი გახსნა საკმაოდ ადვილია. ამ კვანძის გამოყენება კარგია სათევზაო სინთეზური სიმების გადასაბმელად, რადგან არ სრიალებს და მტკიცედ იჭერს.





წყარო

ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები