ფოლადფიბრობეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფოლადის ფიბრები
ფოლადის ფიბრები

ფოლადფიბრობეტონიბეტონი, დისპერსიულად დაარმირებული ფოლადის ბოჭკოებით – ფიბრებით, რომელიც საშუალებას იძლევა მივიღოთ ახალი კომპოზიტური მასალა, თვისობრივად განსხვავებული ბეტონმატრიცისაგან.

ფოლადფიბრობეტონის შემადგენლობაში შედის სამი კომპონენტი: მსხვილი შემავსებელი (ღორღი), ფოლადის ფიბრები და შემკვრელი ნივთიერება. ფოლადფიბრობეტონის სიმტკიცე დამოკიდებულია ბეტონის კლასზე და საწყისი მასალის – ფოლადის ფიბრების სახეობაზე, მის სიგრძესა და განივკვეთის ზომებზე, ზედაპირის ხარისხზე და სხვ. რკინაბეტონთან შედარებით ფოლადის ფიბრებით ბეტონის დაარმირება (2-3%) 140-150%-ით ზრდის მასალის სიმტკიცის ზღვარს, ბზარმედეგობას – 30-80%-ით, ხოლო ბზარების გახსნის სიდიდე მცირდება 6-10-ჯერ.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები