ფონ ჰაბსბურგი გაბრიელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი – (GABRIELA VON HABSBURG), ავსტრიელი მოქანდაკე და დიპლომატი, 2009-2013 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

დაიბადა 14 ოქტომბერი, 1956 წელი, ლუქსემბურგი.

განათლება:

1976 – სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ფილოსოფიას მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში;
1978-1982 – სწავლობდა ხელოვნებას მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში რობერტ იაკობსენთან და ედუარდო პაოლოცისთან.

სამუშაო გამოცდილება:
2001-დან – ქ. თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი;
2001-2005 – ასწავლიდა ქ. ნოიბურგის (მდ. დუნაიზე) საზაფხულო აკადემიაში;
2004-დან – შეიერნის პროფესიულ უმაღლეს სასწავლებელში მოღვაწეობს;
2005-დან – ბად რაიჰენჰალის აკადემიაში ასწავლის ხელოვნებას;
2010-დან – გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი საქართველოს წარმოადგენს ავსტრიის საგარეო სამსახურის საერთაშორისო საბჭოზე;
2013-დან – საქართველოს სტრატეგიული სწავლების ინსტიტუტის (GISS) უფროსი თანამშრომელია; 2014-დან – თბილისის თავისუფალი უნივერსტეტის პროფესორი.

დიპლომატის ფუნქციებთან ერთად, მან მიზნად დაისახა საქართველოს საერთაშორისო პროფილისა და პოპულარიზაციის ზრდა მსოფლიო სახელოვნებო რუკაზე. საქართველოში განთავსებულია გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის სამი სკულპტურა: ორი მათგანი თბილისში, ერთი კი ქალაქ ფოთში.

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგმა შექმნა ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის ჰენრი კისინჯერის პრემიის დიზაინი სხვადასხვა გამოჩენილი პირებისთვის. გარდა ამისა, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს 1994 წლიდან დღემდე შექმნილი აქვს მთელი რიგი კინო და ტელეფილმებისთვის პრიზების დიზაინი.

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი ყოველწლიურად აწყობს გამოფენებს ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
1991 — სუდენის გერმანელების ასოციაციის არქიტექტურისა და ხელოვნების წლიური ჯილდო;
1995 — მასარიკის ხელოვნების აკადემიის პრემია, პრაღა, ჩეხეთი 2000 — ევროპული ხელოვნების კავშირის პრიზი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები