ფორმალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფორმალიზმი – პირობითი სახელწოდება იმ ტენდენციისა ხელოვნებაში, რომელიც ეყრდნობა გამომსახველი საშუალებების აბსოლუტიზაციას და რომლის მიხედვით (გავრცელებული აზრის საპირისპიროდ), ფორმა თვითონ ქმნის შინაარსს და არა შინაარსი ფორმას. ფორმალიზმს ახასიათებს მთლიანი განდგომა სოციალური პრობლემატიკისაგან, მოვლენების ლოგიკური დასაბუთების სრული უგულებელყოფა. ფორმალიზმი არის უკიდურესი სუბიექტივიზმის, ირაციონალიზმის გამოხატულება ხელოვნებაში. ფორმისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა XIX საუკუნის II ნახევრიდან (პარნასელები, სიმბოლიზმი, იმპრესიონიზმი) და პიკს მიაღწია მე-19 საუკუნის დასასრულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. იგი მკვეთრად დამახასიათებელია დეკადენტური, მოდერნისტული და ავანგარდისტული სკოლებისათვის.

მუდმივად „კრიტიკის ქარცეცხლში“ ყოფნის მიუხედავად, იგი ყოველთვის მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა და დღესაც ახდენს ხელოვნებაში მიმიმდინარე მხატვრულ პროცესებზე.

მ. გეგია


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები