ფორმანტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფორმანტი – (ლათ. formans, ნათ. ბრ. formantis – წარმომქმნელი),

1. იგივეა, რაც აფიქსი. სიტყვის შემადგენელი ელემენტი, რომელიც დაერთვის (აფორმებს) ფუძეს და ცვლის სიტყვის გრამატიკულ ან ლექსიკურ მნიშენელობას, რის მიხედვითაც გამოიყოფა ფუძის მაწარმოებელი (დერივაცია) და სამიმართებო, სინტაქსური დამოკიდებულების აღმნიშვნელი ფორმანტები.

2. რთული სუფიქსი, რომელიც მიღებულია დერივაციული და სამიმართებო (ფლექსიური) აფიქსების შერწყმით.

ბ. ჯორბენაძე


იხილე აგრეთვე

ფლექსია

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები