რუდი ფრანსუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფრანსუა რუდი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანსუა რუდი. მოხალისეთა ლაშქრობაში გამგზავრება 1792 წელს (მარსელიეზა), ტრიუმფალური თაღი, პლას დე ეტუალი, პარიზი, 1833-1836, კირქვა, სიმაღლე დაახლ. 12.8 მ

ფრანსუა რუდი – (François Rude, 1784-1855) ხელოვანები, რომლებიც ივლისის მონარქიის მოვლენებს აღწერდნენ, 1830 წლის რევოლუციის წარმოსაჩენად, რომანტიზმისთვის დამახასიათებელ დრამატულ თემებსა და ფორმებს მიმართავდნენ ზუსტად ისე, როგორც, კლასიცისტები მიმართავდნენ კლასიკური ხელოვნების პრინციპებს წინა რევოლუციის აღსაბეჭდად. ივლისის მონარქიის დამყარებისთანავე, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, როგორც ეროვნული შერიგების აქტი, პარიზში, შანზ-ელიზეზე, ნაპოლეონის მიერ 1806 წელს დაწყებული ტრიუმფალური თაღის მშენებლობის დასრულება გადაწყდა. თაღის ცენტრალური ნაწილის შემამკობელი რელიეფის შესრულება ფრანსუა რუდს (François Rude, 1784-1855) დაუკვეთეს. ქანდაკებას იმ მოხალისეთა არმიის მებრძოლები უნდა უკვდავეყო, რომელთაც 1792-1793 წლებში საფრანგეთში პრუსიის ჯარის შემოჭრა შეაჩერეს. თავისუფლების ფრთოსანი ფიგურის ქვემოთ გამოქანდაკებული მებრძოლები წინ მიიწევენ, ზოგი მათგანი შიშველია, ზოგს კი ანტიკური აბჯარი აქვს ასხმული. ამ კლასიკური დეტალების მიუხედავად, ქანდაკების საერთო სტილი მაინც უფრო რომანტიზმისკენ იხრება. პარიზში ამ დროს მგზნებარე პატრიოტული მოწოდებები გაისმოდა და ქანდაკებას "მარსელიეზა" - საფრანგეთის ეროვნული ჰიმნის სახელი - შეარქვეს, ჰიმნისა, რომელიც სწორედ აღწერილი მოვლენის დროს, 1792 წელს დაიწერა.





წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები