ქანდაკება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქანდაკება

ქანდაკება - საფლავის ქვის ძეგლი, ერთ-ერთი ტიპი მემორიალური კულტურისა, რომელშიც გარდაცვლილია განსახიერებული. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლური რწმენით ქანდაკების კვეთა აკრძალული იყო, მემორიალურ კულტურაში ამ დარგმა გარკვეული გზა მაინც გაიარა. ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა ხალხურ ქვითხუროობაში, სადაც ქანდაკების არაერთი საყურადღებო ნიმუშები შეიქმნა. მემორიალურ კულტურაში ხალხური ქანდაკებების კვეთის საფუძვლები ჩამოყალიბდა ქვითხუროობით განთქმულ დასავლეთ საქართველოს ცენტრებში (იმერეთი - ჭოგნარი, ბერეთისა, კაცხი, ლეჩხუმი - ლაილაში, ჩხუტელი, ქვ. სვან. ყვედრეში და სხვა), უფრო იშვიათად აღმოსავლეთშიც. ამ ტიპის ძეგლებს განეკუთვნება საფლავის ქვის ზოომორფული ძეგლებიც, რომლებიც გავრცელებული იყო ზემო და ქვემო ქართლში (ზოომორფული ძეგლები). ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული საფლავის ქანდაკებანი საინტერესოა ზოგადქართული ქანდაკების ისტორიის კვლევის თვალსაზრისითაც.

ლიტერატურა

ე. ნადირაძე საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები