ქარგვა და ნაქარგობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაქარგობა

ქარგვა და ნაქარგობა - ქართული ქარგულობა ოდითგანვე იყო განთქმული. საზოგადოდ, მაღალი წრის ქართველი ქალები ქარგვის ხელოვნებაში ეძებდნენ თავიანთი ნიჭის გამოხატულებას. ქარგვაში ჩაქსოვილი ესთეტიზმი ბევრად განსაზღვრავდა ქალის ნიჭისა და გემოვნების სიმაღლეს და ასეთი დამოკიდებულება ყველა ფენისა და წოდების ქალთა ნამუშევრებში შეინიშნება. ქარგვის ხელოვნებას ხელს უწყობდა იმპორტული აბრეშუმის შემოდინება. საქართველო თავადაც აწარმოებდა აბრეშუმს და ეს გარემოება კიდევ უფრო ახალისებდა ქარგვის პროფესიის ამაღლებასა და დახვეწას. უბრალო ფერად ძაფთან ერთად ქარგულობაში დიდი ადგილი ეჭირა ოქრომკედსა და ვერცხლმკედს. ქარგვის ხელსაქმის ოსტატებში იყვნენ ისეთები, რომელთა ნაწარმი საექსპორტოდ გაჰქონდათა და იყვნენ ისეთებიც, ვინც სასაჩუქრედ ან თავის გამოჩენისათვის ქარგავდა. ქართულმა ქარგულობამ განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია ფეოდალური ხანის საეკლესიო დაფარნების შემკულობაში, რომლის მსგავსი იშვიათად თუ მოიპოვება ქრისტიანულ ხელოვნებაში.

ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები