ქართული მთის ფუტკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული რუხი ფუტკარი

ქართული მთის რუხი ფუტკარი – ფუტლრის ჯიში. ხორთუმის სიგრძით (6,7 – 7,4,მმ) დიდად სჭარბობს მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების ფუტკრის ჯიშებს. გარდა ამისა, თვინიერებით, დიდი შრომისმოყვარეობით, ნექტრის ძიებისა და ღალიანობის ეფექტიანად გამოყენებით, ცვილის მაღლი მწარმოებლობით, ზომიერი ნაყრიანობით, ზამთრის საკვების ეკონომიურად ხარჯვით, ბუდის აქტიურად დაცვით, დამაკმაყოფილებელი ზამთარგამძლეობით, მაღლპროდუქტიულობით და სხვა უნიკალური თვისებებით იგი მსოფლიოში ფუტკრის უნიკალურ ჯიშად ითვლება.

ჯერ კიდევ 1923-1931 წლებში ვაიომინგის შტატსი (აშშ) ქართული და იტალიური ფუტკრის შედარებითმა გამოცდამ თაფლის წარმოების პროდუქტიულობაზე დიდი წარმატებით ჩაიარა, ქართული ფუტკრის სასარგებლოდ მან საშუალოდ 36,5 კილოგრამით მეტი თაფლი დააგროვა, ვიდრე იტალიურმა.

სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ მეფუტკრეთ საერთშორისო კონგრესზე მოწყობილ გამოფენაზე ქართული ფუტკარი სამჯერ დაჯილდოვდა ოქროს დიდი მედლით:

  1. გდრ-ში, ქალაქ ერფურტში. 1961 წ.
  2. რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში, 1965 წელს
  3. რუსეთში, ქალაქ მოსკოვში, 1971 წელს

აღნიშნული ძვირფასი სამეურნეო-ბიოლოგიური თვისებების გამო, ქართულმა ფუტკარმა დიდი პოპულარობა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა და ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, აშშ-მა, ქართული ფუტკრის მოშენება დაიწყო.

გამომდინარე აღნიშნულიდან, მსოფლიო გენოფონდის კუთვნილი ქართული ფუტკრის დაცვა, მისი ხალასი სახით შენარჩუნება, სრულყოფა და გამრავლება ქვეყნის პრიორიტეტად უნდა იქნეს მიჩნეული.

დღეისთვის საქართველოში 403 ათასზე მეტი ფუტკრის ოჯახი ითვლება, რომლლებიც ძირითადად, განლაგებულია საკარმიდამო და შედარებით მცირე ფერმერულ მეურნეობებში.

მეცნიერული გამოთვლებით, საქართველოში არსებული ფუტკრის საკვები ბაზა იძლევა საშუალებას, მისი ოჯახების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოების გადიდებასთან ერთად, ნიშნავს ფუტკრის მიერ მცენარეთა დამტვერვის გაუმჯობესების გზით მთლი რიგი სასოფლო-სამეურნეო კულტრების (განსაკუთრებით მეხილეობის დარგის) მოსავლიანობის მკვეთრად გადიდებას და სხვ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები