ქართული ნაგაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოკლებეწვიანი ქართული ნაგაზი

ქართული ნაგაზი - (იგივე „მეცხვარული“) ქართველი ტომების მიერ გამოყვანილი ძაღლის უძველესი ჯიშია.

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ იგი ათასწლეულების წინ ქართველ ტომებს-ხეთებსა და სუბარებს ჰყავდათ მოშინაურებული. ამასთან, ხეთების კანონმდებლობით მკაცრად ისჯებოდა ის, ვინც მეცხვარულა ძაღლს მოკლავდა. ქართული ნაგაზის ლეკვები მწყემსური თვისებებით გამორჩეულმა ქართულმა ნაგაზმა ხალხური სელექციით შესანიშნავი საყარაულო უნარ-ჩვევები შეიძინა. გამოირჩევა გარემო პირობების მიმართ განსაკუთრებული შეგუებით, გამძლეობით, ფიზიკური ძალით, გაბედულებით, სიმამაცით, სიფხიზლით, ტერიტორიის შეცნობით, საუკეთესო მწყემსი ძაღლისათვის აუცილებელი ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედების ძლიერი, მაგრამ გაწონასწორებული ტიპით, რომელიც უცხო პირისა და ნადირის მიმართ დაუნდობელ აგრესიულ ფორმებში ვლინდება.

გრძელბეწვიანი ქართული ნაგაზი

კინოლოგიურ ლიტერატურაში ქართული ნაგაზი დახასიათებულია, როგორც კავკასიაში მოშენაბული ნაგაზის საუკეთესო ტიპი, რომელიც გამოირჩევა დიდი ტანით, ღონით, მსხვილი უხეში ძვლებით, ერთგვაროვანი ბეწვით, სხეულის ლამაზი მოყვანილობითა და ლამაზი ფორმაბით. მისი პოპულაციებიდან აღსანიშნავია სამი ძირითადი ტიპი (თუშური, ყასბეგური და ახალციხის). ბეწვის საფარის განვითარების მიხედვით კი არჩევენ გრძელ და მოკლებეწვიან ტიპებს.

ქართული ნაგაზის ჯიშის ჩამოყალიბება-სრულყოფაზე დიდი გავლენა მოახდინეს ხვადებმა. იტალიაში 2000 წელს მსოფლიო კინოლოგიურ გამოფენაზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ქართულმა ხვადმა ნაგაზმა „სიმბამ“, რომლის სიმაღლე მინდაოში 74 სმ-ს, გულმკერდის ირგვლივ კი 98 სმ-ს უდრიდა. ასევე, ქართული ხვადი ნაგაზი „დემონი“ 1999 წელს გახდა რუსეთის კინოლოგიური გამოფენის ჩემპიონი და 2000 წლის იტალიის გამოფენის ვიცე-ჩემპიონი; ხვადი „ლეგა“ კი - რუსეთის და საქართველოს გამოფენის ჩემპიონი 1999-2000 წლებში, ხვადი „ბასმაჩი“ - საქართველოს კინოლოგიის გამოფენების პრიზიორი 1999-2000 წლებში.




წყარო

პური ჩვენი არსობისა: წიგნი I/ სოფლის მეურნეობა/,-ავტ: თამაზ კუნჭულია, შოთა კიკალიშვილი თბილისი: პალიტრა L, -2016

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები